+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კომბინირებული საკვების წარმოება


კომბინირებული საკვების წარმოება


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ კომბინირებული საკვების საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

კომბინირებული საკვები (შემ. კომბისაკვები) - მარცვლეული ნედლეულის ნარევი, ცილის მაღალი შემცველობის საკვები, ვიტამინები და მიკროელემენტები განკუთვნილი ცხოველების კვებისთვის.

კომბინირებული საკვების სამი სახეობა გამოირჩევა.

სრულფასოვანი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ცხოველებს ან ფრინველებს საჭირო საკვები, მინერალური და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და განკუთვნილია საკვებად ერჯერადად მიღებისათვის. ასე შეიძლება გამოიკვებოს მაგალითად, ქათმები, იხვები, ბატები, ღორები, კურდღლები. ასეთ საკვებს შემდეგნაირ მარკირებას უკეთებენ - სკ.

კონცენტრატი განკუთვნილია ცხოველების გამოსაკვებად წვნიან და უხეშ საკვებთან დანამატში. ამგვარი კვების გამოყენება ძირითადად გამოიყენება ყველა ასაკის მსხვილფეხა და განსხვავებული პროდუქტიულობის მქონე საქონლის და ღორის შესანახად. ამ საკვებს აქვს შემდეგი მარკირება - კკ.

ბალანსირებული საკვების დანამატები (ცილოვან-ვიტამინიზირებული, ცილოვან- ვიტამინიზირებულ-მინერალური საკვები საფუარი, საკვები ალაო, პრემიქსები).

კომბინირებული საკვები მზადდება განსაზღვრულ ზომაში დაქუცმაცებული გრანულის ფორმით, რომელიც მიიღება დაპრესვის მეთოდით და ფხვიერი კომბინირებული საკვების განსაზღვრული ფორმების და ზომების გამოდევნით მატრიციდან.

კომბინირებული საკვების წარმოება ხორციელდება სპეციალურ კომბინირებული საკვების ხაზებზე. ისინი შედგებიან საფქვავისგან, სადაც ხდება კომბინირებული საკვები ინგრედიენტების დაქუცმაცება და  შემრევისგან, სადაც ხდება ინგრედიენტების შერევა.