ვიზიტი - კომპანია "ვანრიკი"
კომპანია ,,ინოსისტემსის,, თანამშრომლებმა კომპანია ,,ვანრიკი“-ს ლაბორატორია მოინახულეს. ლაბორატორიაში მოცვის, კივის, ჩაის და ჟოლოს ნერგებს სინჯარაში, სპეციალურ საკვებ არეზე მიკრო კლონირების მეთოდით ამრავლებენ.
კომპანია „ვანრიკ“-ს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში 70 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვი. ვინაიდან მოცვის კალმების მყნობის მეთოდით გახარება გაძნელებულია, თავის დროზე კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ნერგები ბელორუსიიდან შემოეტანა,
მოცვზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათ ბელორუსიის შესაბამის ლაბორატორიასთან ერთად ნერგების ადგილზე გამოყვანა დაიწყეს და ლაბორატორია ააშენეს. ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის ქალბატონ გულნარა ვერულიძის განმარტებით, მომავლისთვის ისინი კაკლის, ვერცხლისფერი ნაძვისა და პავლონიის გამოყვანასაც გეგმავენ.
მოცვი საკმაოდ მომგებიანი კულტურაა. ის ადვილად ეგუება მჟავე ნიადაგს და 1 ჰექტარზე საშუალოდ 10-15 ტონა მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რაიონში ჩაის ამორტიზირებული პლანტაციების ხარჯზე არსებობს მიწის შესაბამისი რესურსი მოცვის კულტურის გასაშენებლად.