+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ღვინის მჟავის წარმოება


ღვინის მჟავის წარმოება


 

2019 წლის მარტში კომპანია „ინოსისტემსს“  მომართა  დამკვეთმა- შპს ,,გურამიშვილის  მარანი,,- ღვინის  ქვის გადადამუშავებით  ღვინის მჟავის წარმოების   -პროექტის თაობაზე.

ჩვენმა   კომპანიამ  აღნიშნული   პროექტისათვის განახორციელა შესაბამისი მასალების: ინოვაციური ტექნოლოგიების, დანადგარების და სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება,  დამუშავება  და შესთავაზა  დამკვეთს, რადგან  ჩვენი კომპანიის  უპირატესობა   თითოეულ დამკვეთთან   ინდივიდუალური   მიდგომით  მუშაობის პრინციპია.

პასუხი კითხვაზე   თუ როგორ მიიღება  ღვინის  ქვის გადადამუშავებით  ღვინის მჟავა?    - არ ახალია .

  1. სტანდარტული მეთოდიკა მოიცავს მრავალი საფეხურს , მათ შორის:

2.ღვინომჟავა  კალიუმის  (,,ტარტარის,,)გამოყოფა  ღვინის ქვიდან.

  1. 3. მისი გადადამუშავება  ღვინომჟავა კალციუმად  (,,ტარტარი,,).
  2. შემდეგ - ღვინომჟავა კალციუმის დამუშავება გოგირდის  მჟავათი.

  ტექნოლოგიის  ეს  ეტაპი  მიმდინარეობს შემდეგი პროცესების პერიოდულობით:

5.გამორეცხვებით

  1. 6. ფილტრაციებით
  2. 7. აორთქლებებით, კრისტალიზაციებით და
  3. 8. გამოკრისტალებით.

ამ მეთოდით  შესაძლებელია   მაღალი ხარისხის ღვინის  მჟავას

მიღება. თუმცა, ზემოთ მოყვანილ პროცესებს თან ახლავს    ხარვეზები, როგორიცაა:

  • ნარჩენების დიდი რაოდენობა
  • რეაგენტების (გოგირდის მჟავა, კალციუმის ქლორიდი, კალციუმის კარბონატი), რაოდენობის გამოყენება
  • მაღალი ენერგო დანახარჯები აორთქლებისა და გამოკრისტალების დროს.

ისმის  კითხვა.

არსებობს თუ არა სხვა  გზა, რათა თავიდან იქნას აცილებული ეს  სირთულეები და დიდი ენერგო დანახარჯები  ღვინის მჟავას  წარმოებისათვის?

რა თქმა უნდა  არსებობს.

და ღვინის  მჟავას წარმოებისათვის  სრულიად განსხვავებული   მეთოდის გამოყენება - ეს არის  ელექტროდიალიზის მეთოდის ტექნოლოგია. 

ამ მეთოდის  არსი და გამოყენების პერსპექტივა არის ის, რომ თავიდან  არის  აცილებული მრავალსაფეხურიანი  ეტაპი  რეაქციებისა, რომელიც მოითხოვს მაღალ   ენერგოხარჯებს.

მეთოდიკის არსი ამავე დროს არის  ის, რომ  ღვინის  ქვის ხსნარიდან მოხდეს  საბოლოოდ ელექტროდიალიზის  პროცესისას  კალიუმის მოცილება.

ამგვარად, ელექტროდიალიზის  პროცესის დროს წარმოიქმნება ორი ნივთიერება:

  1. კალიუმის ჰიდროქსიდი და
  2. ღვინის მჟავის ხსნარი.

ამაათანავე ,  ღვინის მჟავას ხსნარის  კონცენტრაცია  იმდენად  მაღალია, რომ ის  აღარ  საჭიროებს    დამატებით  გამოკრისტალებას.

 ამ პროცესის დადებითი მხარეებია:

  1. მნიშვნელოვნად მცირდება  ენერგოხარჯები  გაცხელების  პროცესებისას.
  2. ამ ტექნოლოგიის უპირატესობაა -რეაგენტების -გოგირდმჟავის, კალციუმის ქლორიდის და  კალციუმის კარბონატის უარყოფა, რომელთა  შესაძენადაც საჭიროა ფულადი დანახარჯები  და რომლებიც  გამოიყენება ღვინის მჟავას წარმოების სტანდარტული  ტექნოლოგიური პროცესის   დროს.

მაშასადამე, თავდაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროდიალიზის ტექნოლოგია  მნიშვნელოვნად  ამარტივებს და  აიაფებს მაღლი კონცენტრაციის ღვინის მჟავას ხსნარის  მიღებას.

საჭიროა მხოლოდ მისი    კრისტალიზაცია.