ჩამქრალი კირი და მისი გამოყენება
ჩამქრალი კირი და მისი გამოყენება
მომხმარებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინების გამო კომპანია ,,ინოსისტემსმა,, 2019 წლის მარტში დაამუშავა სტატია აღნიშნულ თემაზე.
კირი- ბერძნული სიტყვაა და ,,ჩაუმქრალს- მარადიულს“ ნიშნავს და მას იყენებდნენ უხსოვარი დროიდან.
კირი მიიღება ზოგიერთი მთის ქანის (კირქვა, დოლომიტი, ცარცი...) გამოწვის შედეგად.
კირი საკმაოდ დაბალფასიანია, მაგრამ როგორც უნივერსალურ მასალას, გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი მშენებლობიდან სოფლის მეურნეობამდე.
კირის, როგორც საიმედო და გამძლე დუღაბის/შემაკავშირებელის მაგალითია ჩინეთის დიდი კედელი, რეომელმაც დღევანდელობამდე მოაღწია!
კირი გამოიყენება:
- სამშენებლო სამუშაოებში:
▪ ემატება სხვადასხვა შესალეს ნაზავებს (штукатурные смеси) და დუღაბებს, რათა შესძინოს მათ პლასტიკურიბა და სიმტკიცე;
▪ ამაღლებს ბეტონის სიმკვრივეს და წყალმდგრდობას;.
▪ შენობების შიდა და გარე ფასადების, გარაჟების, სარდაფების და ასევე იმ ნაგებობების შესათეთრებლად, სადაც იმყოფებიან შინაური ცხოველები, რადგან გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები;
▪ დუღაბის, საღებავების, სილიკატური აგურის და სხვათა დასამზადებლად. - სოფლის მეურნეობაში:
▪ ხეების შესათეთრებლად, რათა დაიცვას მათი ქერქი მზის დამწვრობისაგან და ეხმარება სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლაში;
▪ სასუქების მოსამზადებლად, ნიადაგის მჟავიანობის დასარეგულირებლად;
განასხვავებენ კირის ორი სახეობას: ჩამქრალს და ჩაუმქრალს.
როგორც ზევით ავღნიშნეთ, სხვადასხვა ქანების გამოწვის შედეგად მიიღება კირის ჩაუმქრალი ნატეხები, ხოლო ამ ნატეხებზე წყლის ზემოქმედების შედეგად მიიღება ჩამქრალი კირი.
ჩაუმქრალი კირი მომხმარებელს მიეწოდება ნატეხების, ან და ფხვნილის სახით. შესაფუთ მასალას უნდა ეწეროს დრო,რომელიც აუცილებელია აღნიშნული კირის ჩასაქრობად.
კირის ჩაქრობის დროს გამოყენებული წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული მიღებული ჩამქრალი კირის სახეობები, როგორებიცაა:
ჩამქრალი კირი- ფხვნილის სახით.
ჩამქრალი კირი-ცომის სახით.
ჩამქრალი კირი-რძის სახით.
ჩამქრალი კირის მიღების ტექნოლოგია:
ჩაუმქრალი კირის ნატეხების წყალთან ურთიერთობის დროს, იწყება ჰიდრატაციის პროცესი - კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდები იქვეციან მათ ჰიდრატებად. აღნიშნული პროცესის დროს ხდება დიდი რაოდენობის სითბოს გამოყოფა
(150°-მდე), წყლის ნაწილი იქცევა ორთქლად, ორთქლი აფხვიერებს კირს და აქცევს ფხვნილად.
კალციუმის მაგალითზე კირის ჩაქრობის ფორმულაა: СаО + Н2О = Са(ОН)2 + 65,1 კ/ჯ .კირი, ხარისხისა და ჩაქრობის სიჩქარის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად:
▪ სწრაფადჩამქრობი-ჩაქრობის დრო 8-10 წუთი;
▪ საშუალოდჩამქრობი-ჩაქრობის დრო 15-25 წუთი;;
▪ ნელადჩამქრობი-ჩაქრობის დრო 25 წუთზე მეტი.
კირის ჩაქრობის დროდ ითვლება დრო კირის წყალთან შეერთებიდან იქამდე, ვიდრე
ნაზავის ტემპერატურა არ შეაჩერებს მატებას.
კირის ჩაქრობისას აუცილებელია არ დარჩეს ნაზავში კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდები, რაც მომავალში,გამოყენებისას, ცუდად აისახება მიღებულ შედეგზე.
კირის მთლიანად ჩაქრობას სჭირდება 24-დან 36 საათამდე.
როგორ ჩავაქროთ კირი:
- კირი თავსდება უჟანგავ ჭურჭელში ან და ყუთში
ა) კირის ჩამქრალი ფანტელის (ფხვნილის) მისაღებად, ესხმება წყალი შემდეგი პროპორციით:
1კგ.კირის ნატეხი+1ლ.წყალი;
ბ) კირის ცომის მისაღებად : 1კგ.კირის ნატეხი+3-4 ლ.წყალი;
გ) კედლების შესათეთრებლად: 1კგ.კირის ნატეხი+2ლ.წყალი (მიღებული ფხვნილი ზავდება წყლით სასურევლ კონცენტრაციამდე და გამოიყენება 2 დღის შემდეგ) ;
დ) ხეების შესათეთრებლად: 1კგ.კირის ნატეხი+4ლ.წყალი (მიღებული ცომი ზავდება წყლით სასურევლ კონცენტრაციამდე და გამოიყენება 2 დღის შემდეგ);
- ჩაქრობის პროცესში უნდა ამოერიოს კირს ყოველ ჯერზე, მაშინვე, როდესაც შემცირდება ორთქლის გამოყოფა.
- ნელადჩამქრობი კირის შემთხვევაში, წყლის მთლიანი მასა უნდა დაესხას ნაწილ-ნაწილ. ბოლოს,როდესაც დაიშლება ფანტელებად, ესხმება წყლის დარჩენილი ნაწილი;
- სწრაფად ჩამქრობი და საშუალოდ ჩამქრობი კირი, წყლის უკმარისობის დროს შეიძლება გადაიწვას, ამიტომ, საჭიროების მიხედვით, უნდა დაემატოს წყალი, ვიდრე არ შეწყვეტს ორთქლის გამოყოფას.
. დუღაბისთვის გამოიყენება კირი ჩაქრობიდან 2 კვირის შემდეგ, ხოლო შესალეს ნაზავში - 1 თვის თავზე.
1 კგ ჩაუმქრალი კირიდან მიიღება 2 კგ-ზე მეტი ჩამქრალი კირი.
კირის ჩაქრობის დროს აუცილებელია უსაფრთხოობის ზომების მიღება: რომ მოხდეს სხეულის და ასევე სახე არ მიიტანოთ ახლოს ჭურჭელთან!
ნიადაგის მჟავიანობის დასაწევად, გარდა ჩამქრალი კირისა, გამოიყენება ჩაუმქრალიც, რომელსაც უწოდებენ მყარ სასუქს.
ასეთ სასუქებს მიეკუთვნება: კირქვა, დოლომიტი, ცარცი, რომლებსაც ამტვრევენ და პირდაპირ აყრიან ნიადაგის ზედა ფენას. შედარებით რბილი სასუქი-გაჯი, მერგელი, დოლომიტის ფქვილი, კირქვიანი ტუფი- გამოიყენება წინასწარი დამუშავების გარეშე და უფრო ეფექტურია...
ჩამქრალი კირით ხეების შეთეთრება ხდება :
შემოდგონაზე და გაზაფხულზე.
პირველი შეთეთრება ითვლება ძირითადად, ხოლო მეორე შეთეთრების დროს კი ხდება კირიანი ფენის განახლება, რომელიც ნაწილობრივ ჩამორეცხილია ზამთრის პირობებში.
შემოდგომაზე ხეების შეთეთრება: ხეების შეთეთრება ხდება შემოდგომის მეორე ნახევარში, როცა ფოთლები უკვე ჩამოცვენილია.შეთეთრების დროს საუკეთესო ტემპერატურაა-(4-5)°C.
ამასთანავე აუცილებელია, რომ ხეების შეთეთრება მოესწროს თოვლის მოსვლამდე.
ხეები ქერქისაგან უნდა იყოს გასუფთავებული ნესტიან ამინდში,რადგან ქერქის სველი ნარჩენები იოლად ცილდება მის მაგისტრალურ ნაწილს.
და მიწა არ იყოს გამტბარი
გაზაფხულზე ხეების შეთეთრება: ხეების შეთეთრება ხდება მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში,თოვლის დნობის შემდეგ.სასურველია ამ დროს ტემპერატურა იყოს არა ნაკლებ 5°C.
აუცილებელია შეთეთრება მოესწროს დროულად, რომ ხეებს არ ქონდეს დაწყებული ფოთლების გაშლა და მიწა არ იყოს გამთბარი.
რადგან დათბობისთანავე იღვიძებენ მღრღნელები, რომლებიც ზამთრის პერიოდში არიან მიწაში და ხეების შეთეთრებას აზრი აღარ აქვს.