+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ექსტრუზია


ექსტრუზია


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ ექსტრუდირებული საკვების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

ექსტრუზია (ლათ.extrusio - გამოდევნა) - ეს არის ნედლეულის დამუშავების მეთოდი, სადაც მასა მექანიკურად გატარდება ექსტრუდერის ხრახნიან სამუშაო სხეულში, ექვემდებარება რა ზემოქმედებას 120-150 ° C  ტემპერატურასა და მაღალ წნევაზე (40 ატმოსფერომდე) რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდგომში  გაცხელებული მარცვლეულის მასა ხრახნიანი ნაწილიდან ვარდება დაბალი წნევის ნაწილში დანადგარიდან გამოსვლის დროს, ამის გამო ხდება „აფეთქება“- პროდუქტი იზრდება მოცულობაში, კვანძები ფეთქდება უჯრედულ დონეზე. ექსტრუდერიდან გამოდის გაფართოებული ფოროვანი პროდუქტი თოკის სახით.

ექსტრუზიის პროცესში შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები საკვები ნივთიერებების სტრუქტურაში: სახამებელი იშლება უბრალო შაქრად, პროტეინები ექვემდებარება დენატურაციას. რაც ნიშნავს, რომ საკვები ნივთიერებები არსებულ საკვებში უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამ შემთხვევაში, ამინომჟავები და ვიტამინები არ  ნადგურდება, მოკლევადიანი პროცესის გამო. ექსტრუდატი ტრანსპორტირებისას არ იშლება და არც მტვერს ყრის.

ექსტრუზია ერთ პროცესში აერთიანებს ნედლეულის დამუშავების რამდენიმე ეტაპს:

სითბური:

ნედლეული თბება 120-150 °С -მდე, რაც ზრდის საკვები ნივთიერებების გადამუშავების შესაძლებლობას, აუმჯობესებს გემურ თვისებებს, ამცირებს არასაკვები ნივთიერებების რაოდენობას პარკოსან კულტურებში.

სტერილიზაცია:

ტემპერატურისა და წნევის ეფექტი მთლიანად ანადგურებს პათოგენებს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ექსტრუზიის მეთოდი სასაკლაოებისაგან მიღებული ნარჩენების დამუშავებისათვის.

მოცულობის გაზრდა:

უჯრედის კედლების დაშლის შედეგად (როგორც მცენარის, ასევე ცხოველის) საკვები ნივთიერებები უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ზრდის პროდუქტის ენერგეტიკულ ღირებულებას.

დაქუცმაცება და შერევა:

მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ნაწილი გრანულირდება და ირევა მიწოდებამდე, ექსტრუდერის მილში ეს პროცესი გრძელდება, სანამ პროდუქტი არ ხდება ერთგვაროვანი.

აორთქლება:

ესტრუდერში ნედლეულის რამდენიმე წამიანი ყოფნის  შემდეგ, ტენიანობის რაოდენობა მცირდება 50% -ით საწყისს ნედლეულთან შედარებით.

ესტრუზიის მეთოდი გამოიყენება კვების პროდუქტების წარმოებაში - სოიოს პროდუქტები (სოიოს ხორცი, სოიოს ფარში), სწრაფი მომზადების ფაფები, საკონდიტრო წარმოების ნედლეული, მშრალი საუზმეები; პროტეინის ნედლეულის წარმოებაში კომბინირებული საკვებისთვის - ექსტრუდირებული ცხიმოვანი სოიო, ექსტრუდირებული სოიოს ნარჩენები, ექსტრუდირებული სასაკლაოს, ხორცის კომბინატების, მეფრინველეობის საწარმოების ნარჩენები; ექსტრუდირებული მარცვლის წარმოებაში (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ბარდა და სხვ.) კომბინირებულ საკვებში გამოსაყენებლად ახალგაზრდა ცხოველთა გამოსაკვებად; სოიოს ზეთის წარმოებაში.