ხორც-პროდუქტების წარმოება გადამუშავება
შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ ხორცისა და ხორც-პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
იდეიდან მოქმედ საწარმომდე!
ათასობით ადამიანისთვის ხორცი არის საჭმლის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი. არც ერთი სადღესასწაულო მაგიდა არ რჩება ხორცის პროდუქტებისა და ხორცის კერძების გარეშე. არა მარტო უქმე დღეებში, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც ჩვენ ყველანი მოხარული ვართ, რომ გავინებივროთ თავი წვნიანი სტეიკით ან გემრიელი სახლში დამზადებული კოტლეტებით, ძეხვით. ხორცი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ბევრი სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქცია მზადდება ხორცისგან. ესენია: ძეხვები, შებოლილი ხორცის პროდუქტები, ნახევრად მზა პროდუქცია, დაკონსერვებული საკვები და მრავალი სხვა.
ხორცის კვებითი ღირებულება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი მაღალხარისხოვანი პროტეინებით, რომლებიც შეიცავენ შეუცვლელ ამინომჟავებს და ლიპიდებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ნახევრადგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები. ადამიანის სხეულში ხორცთან ერთად შედის მიკროელემენტები და ვიტამინები. ხორცის ექსტრაქციული ნივთიერებები აუმჯობესებენ საკვების გემურ თვისებებს, ასტიმულირებენ მადას და აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის სეკრეციას.
ხორცის წარმოება კვების მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგია, რომელიც ახორციელებს საქონლის კომპლექსურ დამუშავებას. ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები ახორციელებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ფრინველის, კურდღლების დამუშავებას და ხორცის, ძეხვების, დაკონსერვებული ხორცის, ნახევრად მზა პროდუქტების, კოტლეტის, პელმენების, კულინარიული პროდუქციის დამზადებას.