სიმინდისგან სახამებლის მიღება
სიმინდის მარცვალი ფართოდ გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგებში,-როგორებიცაა :
1.კვების მრეწველობა: სიმინდის გადამუშავების პროდუქტებია - სიმინდის ფქვილი, სიმინდის სახამებელი, სახამებლის ბადაგი, გლუკოზის სიროფი, სიმინდის ზეთი და კომბინირებული საკვები მეცხველეობის და მეფრინველეობის დარგებისათვის.
- ტექნიკური დარგის მრეწველობა : - სიმინდის ღერო გამოიყენება ცელულოზის, საიზოლაციო მასალების, ქაღალდის, პასტის-ლინოლეუმის წარმოებისთვის.
სიმინდისა და მისი პროდუქციის მთლიანი რაოდენობა 200 დასახელების ნივთს აღემატება.
ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ სიმინდი მსოფლიოში სიდიდით მესამე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. მილიონობით ადამიანის კვება მასზეა დამოკიდებული მექსიკაში, სამხრეთ აფრიკასა და აზიაში.
საქართველოში სიმინდი გამოიყენება, როგორც ადამიანის, ისე შინაური ცხოველების საკვებად. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის იგი ერთ-ერთი ძირითადი საკვები კულტურაა. ადამიანის საზრდოდ გამოსაყენებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიმინდის ადგილობრივ ჯიშებს და მათ საფუძველზე გამოყვანილ ჰიბრიდებს, რომელთა მარცვალი თავისი ქიმიური შემადგენლობით მკვეთრად განსხვავდება შემოტანილი ჯიშებისა და ჰიბრიდებისგან.
იხილეთ ვრცლად