ნახევარ ფაბრიკატების წარმოება
შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ ნახევარ ფაბრიკატების საწარმოს პროექტირებას HACCP-ისISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისოსტანდარტების გათვალისწინებით.
იდეიდან მოქმედ საწარმომდე!
ნახევრად ფაბრიკატი არის პროდუქტი, რომელმაც გაიარა ძირითადი გადამუშავება, მაგრამ საჭიროებს შემდგომ დამუშავებას, რათა გახდეს სასარგებლო გამოსაყენებლად.
ნახევრად ფაბრიკატი კვების მრეწველობაში - ეს არის ჩვეულებრივ კულინარიული ნახევრად ფაბრიკატი - საკვები პროდუქტი, რომლის კულინარიული დამუშავება აუცილებელია, რათა მიყვანილ იქნას მზა კონდიციამდე.
გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების შენარჩუნების საშუალებას პროდუქტებში. ნახევრად ფაბრიკატები სულ უფრო და უფრო ხარისხიანი, სასარგებლო და მრავალფეროვანია.
ნახევრად ფაბრიკატებში შედის შემდეგი სახის პროდუქცია:
ნახევრად ფაბრიკატის ყველაზე დიდი ჯგუფი ხორცისგან მზადდება. ეს არის ხორცის ფარში, კოტლეტები, დაჭრილი სტეიკები, შნიცილები, ქათმის ჩხირები, ნაგეტები, თევზის ჩხირები და ა.შ. ამ ჯგუფში შედის აგრეთვე ცომეული ნაწარმი ხორცის ფარშით: პელმენი, ბლინი, რავიოლი, ჩებურეკი, მანტი, ხინკალი და ა.შ.
გაყინული პურ-ფუნთუშეული ნახევრად ფაბრიკატებია: სხვადასხვა სახის ცომი, პიცა, ლაზანია, ნამცხვარი და ღვეზელები სხდასხვა შიგთავსით.
ბოსტნეულის გაყინული ნახევრად ფაბრიკატებია: ბოსტნეული კოტლეტები, კომბოსტოს რულეტები და ა.შ.
ნახევრად ფაბრიკატებს შეიძლება მივაკუთვნოთ „ მზა საუზმეები“, სუბლიმირებული ატრია და სხვა პროდუქტები.
ხორცის ნახევრად ფაბრიკატები - ეს არის ბუნებრივი და გატარებული ხორცი თერმული დამუშავების გარეშე. ეს ნაწარმი მაქსიმალურად მომზადებულია კულინარული დამუშავებისთვის.
ხორცის ნახევრად ფაბრიკატები იყოფა შემდეგ სახეობებად: ნატურალური (მსხვილად დაჭრილი, წვრილად დაჭრილი, პორციული); დაჭრილი; ნახევრად ფაბრიკატი ცომში; ხორცის ფარში.