+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მებოცვრეობა


მებოცვრეობა


მებოცვრეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ბოცვრების მოშენება. მებოცვრეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი, ტყავი, თივთიკი.
მებოცვრეობა განვითარებულია : საფრანგეთში, იტალიაში, აშშში, ინგლისში, უნგრეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში. აგრეთვე რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.
საქართველოში მებოცვრეობის განვითარება 1970-იანი წლებიდან დაიწყო. 1975 წ -თვის მებოცვრეობის ფერმები და სანაშენე მეურნეობები 35-ს აღწევდა, სადაც 12 000 დედა ბოცვერი იყო.კარგად იყო მოწყობილი მებოცვრეობის კუმისის სანაშენე მეურნეობა და ბებნისის სანაშენე ფერმა.მოშენებული იყო რუხი გოლიათის, შინშილასა და თეთრი გოლიათის ჯიშის ბოცვრები.
1989 წელს ბოცვრის სულადობა შეადგენდა 350 ათასს..
მაგრამ 1990-იანი წლებიდან სრულად განადგურდა მებოცვრეობის მატერიალურ- ტექნიკური ბაზა. ამაჟამად მებოცვრეობა გავრცელებულია საოჯახო მეურნეობებში.
დღეისათვის ინტენსიურადაა დაწყებული ამ დარგით ფერმერთა დაინტერესება, და ეტაპობრივად იზრდება ბოცვრის ხორცის მოთხოვნა სამომხმარებლო ბაზარზე.


იხილეთ ვრცლად