ადგილობრივი ჭრელი იხვი
ადგილობრივი ჭრელი იხვის წარმოშობის თაობაზე სარწმუნო წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამ ფრინველის პროდუქტიულობის და სხვა ბიოლოგიური თავისებურებების შესახებ გასული საუკუნის 70-იან წლებში პირველად შეისწავლილი იქნა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია მამალი და დედალი ჭრელი იხვის დახასიათება:
მამალი იხვი : სხეული დაფარულია ყავისფერ შავში გარდამავალი ფერის, ხოლო კისერი კი მოშავო-მომწვანო მბზინავი ბუმბულით; კისერზე აქვს თეთრი ზოლი (3-5)ამოგრეხილი ბუმბულით ბოლოზე;
დედალი იხვი: „მწყრისფერია“, მისი სხეული მთლიანად დაფარულია შავი მოზაიკურზოლებიანი ყავისფერი ბუმბულით.
მამალს ნაზი, ჩუმი ჩურჩულისმაგვარი ხმა აქვს, დედალი კი საკმაოდ ხმამაღლა ყიყინებს.
ორივე სქესის იხვს ტერფი, ძირითადად, ყვითელი ფერის აქვს, ხოლო ნისკარტი ყვითელი-მონაცრისფრო ლაქებით.
ადგილობრივი ჭრელი იხვი ( საქართველოში შემოყვანილ პეკინურ იხვთან შედარებით) დაბალპროდუქტიულია. მამლების ცოცხალი მასაა (1,8-2,2) კგ, დედლების კი - (1,3-1,5) კგ. ორივე სქესის ფრინველისთვის დამახასიათებელი თვისებაა კანქვეშ საკმაო რაოდენობით ცხიმის დაგროვების უნარი.
იხილეთ ვრცლად