ჰაერის არარეაგენტული დეზინფექციის აპარატი
ჰაერის არარეაგენტული დეზინფექციის აპარატზე მუშაობა, რომელიც მიზნად ჰაერის მძიმე მეტალებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან გაწმენდას ისახავს, კომპანია „ინოსისტემსმა“ კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. ამ სამუშაოების ჩატარებას ხელმძღვანელობდა დავით ჩაჩანიძე.
აქტუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დამზადდა ჰაერის არარეაგენტული დეზინფექციის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია შენობაში (ოთახში) ჰაერის დეზინფექციისთვის. ის ჰაერს მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს. მისი ტესტირება კი სახლის პირობებში მოხდა. ამ ეტაპზე დამზადებული პროტოტიპი ლაბორატორიულ შემოწმებას მის ეფექტურუნარიანობაზე საჭიროებს, ასევე, წარმოების ნებართვის მოპოვებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლის შემდგომაც აეწყობა საწარმოოდ გამზადებული მოდელი და მოწყობილობის ღირებულებაც საბოლოოდ დადგინდება. დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელია მიკროსაწარმო ხაზის შექმნაც.
ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში ახლად შექმნილი მოწყობილობა არაერთ ადამიანს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება და მათ შეძენასაც მალე დაუბრკოლებლად შეძლებენ. ამისთვის კი დამატებითი რესურსების მოძიებაა საჭირო.
ჰაერის არარეაგენტული დეზინფექციის აპარატი შედგება ულტრაიისფერი გამოსხივების სპექტრის ნათურისგან (ოზონის გამოყოფით) და სტერილიზაციის დახურული კამერისგან. ჰაერის შეწოვის საშუალებით, დაბინძურებული ჰაერი ხვდება დახურულ კამერაში, სადაც ულტრაიისფერი ნათურა ასხივებს. ვინაიდან, ვირუსები და ბაქტერიები მგძნობიარეა ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივების მიმართ, უარყოფითად მოქმედებს მათ დნმ-ზე და დასხივების შემდეგ შლის დნმ-სტრუქტურას, ართმევს რეპროდუქციის უნარს. ამის შედეგად, ვიღებთ გასუფთავებულ ჰაერს.