რედისონ ბლუ ივერია
რედისონ ბლუ ივერიაში განხორციელდა სამზარეულოს ხანძარქრობის პროექტი. პროექტი სავალდებულოა სამზარეულოებისთვის, რომელიც გაწერილია შრომის უსაფრთხოების ნორმებში და წესებში 41-ე დადგენილება.
ქვეთავი 303 - თავშეყრის ჯგუფი თვ
303.3 თავშეყრის ჯგუფი თვ-2. ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადგილები თავშეყრისა და კვებისთვისაა განკუთვნილი. იგი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს, მაგრამ არა მხოლოდ მათ:
- რესტორნებს, კაფეებს და კვების მსგავს დაწესებულებებს (მათთან დაკავშირებული კომერციული სამზარეულობის ჩათვლით);
- საბანკეტო დარბაზებს;
- სამორინეებს (სათამაშო ფართობები);
- ტავერნებს და ბარებს;
- ღამის კლუბებს.
903.2.1.2 ჯგუფი თვ-2. თვ-2 ჯგუფის დაკავებულობებში უნდა დააყენონ ავტოსაშხეფი სისტემა, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მდგომარეობა:
ხანძრისგან დაცული ფართობი 500 მ2-ს აღემატება;
ხანძრისგან დაცული ფართობის დაკავებულობის დატვირთვა 100 ან 100-ზე მეტია;
ხანძრისგან დაცული ფართობი მდებარეობს იატაკზე, რომელიც არ არის იმ დონეზე, რომელზეც შენობიდან გამოსასვლელია, რომელიც ამგვარ დაკავებულობებს ემსახურება.