რძის მრეწველობის ტექნოლოგიები
დღეისათვის ბაზარზე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს მჟავე რძის პროდუქტები , როგორებიცაა -კეფირი,. ფერმენტირებული რძე, იოგურტი, შესქელებული მჟავე რძე და სხვა. მაგრამ ყველა ამ პროდუქტს აქვს მოკლე შენახვის ვადა და არასტაბილური კონსისტენცია, რომელიც ირღვევა ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს . იმისათვის, რომ გამოირიცხოს სინერეზისი, კონსისტენციის დარღვევა და შენახვისადმი მდგრადობა გამოიყენება კვებითი დანამატები (გერმანული წარმოების) , რომელიც შეიცავს ისეთ კომპონენტებს , რომ პროდუქცია თერმომექანიკური გავლენისადმი მდგრადია ჰომოგენიზაციის , პასტერიზაციის და სტერილიზაციის დროს არ დაკარგავს თავის თვისებებს .
სიმწიფის პროცესში იზრდება რძის მჟავიანობა და შესაბამისად რძის ცილის კაზეინის მიცელებისაც, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და იწვევს შესამჩნევ დადებით ცვლილებებს , რაც გამოიხატება რძის სისტემის სტაბილიზებაში . ამ დროს წარმოიქმნება რძის სქელი, პრიალა , მკვრივი მასა , რომლის სტრუქტურაც არ დაირღვევა მისი ჩამოსხმისა და დაფასოების დროს . აგრეთვე აღნიშნული კვებითი დანამატები იცავს პროდუქტს მიკრობილოგიური დაბინძურებისაგან.
მნიშვნელოვანია , რომ რძის სისტემების სტაბილიზაციის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოს ტექნოლოგიური სქემის მინიმალურ ცვლილებებს და იძლევა კარგ შედეგებს , განსაკუთრებით ისეთ ნედლეულთან (რძესთან) რომელსაც აქვს რძის ცილის დაბალი შემცვლელობა.
აღნიშნული კვებითი დანამატები ემატება რძეს 550 t-ზე, (0,4-1,3) %-მდე.