საბაჟო გამშვები პუნქტი
დამკვეთი: ს.ს. ,,ავტოფირმა,,
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 27 წლის ივნისს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 6 სექტემბერს
დაკვეთის საგანს წარმოადგენს - შემკვეთის დავალებით კომპანია ,,შპს,, ინოსისტემსის მიერ ქ , თბილისში თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, მიწის ნაკვეთზე შესრულდეს ევრო სტანდარტის შესაბამისი სასაწყობო-საბაჟო ტერმინალის წინარე სამშენებლო პროექტი სასაწყობო ფართის ჯამური მოცულობა არა ნაკლებ 2000კვ. მ., სადაც საოფისე ფართის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული ობიექტის ყველა მოთხოვნას, მისიგამართული ფუნქციონურებისათვის.
კომპანია ,,შპს,, ინოსისტემსის,, მიერ განხორციელებულია შემდეგი სამუშაოები:
- პროექტის არქიტექტურული ნაწილი, კონცეფციის დონეზე.
- პროექტის ტექნოლოგიური ნაწილი, კონცეფციის დონეზე.
- გენგეგმა.
- პროექტის კონცეპტუალური ესკიზი რენდერებში.
საპროექტო შენობა წარმოადგენს III კლასის შენობა-ნაგებობას. საპროექტო მიწის ნაკვეთის დაკავშირება თბილისის შემოსასვლელ საავტომობილო გზასთან გათვალისწინებულია მოასფალტებული ორმხრივი მისასვლელი გზით. შესასვლელში მოეწყობა დაცვის ჯიხური (4მx3.6x6.9x4.6მ) და საკონტროლო- გამშვები პუნქტი. ძირითადი შენობა ერთსართულიანი რთული მრავალკუთხედი ფორმისაა. გაბარიტები (60.4 მ X 42მ). შენობის სტრუქტურული სიმაღლე - 14.350 მ. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 6363 კვ.მ-ს, განაშენიანების ჯამური ფართობი შეადგენს 3593.445 კვ.მ-ს. შენობის საერთო ფართობი შეადგენს 2445.975 კვ.მ-ს. გამწვანების ფართობი შეადგენს 323.575 კვ.მ-ს მოშანდაგებული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 2867.856 კვ.მ. მათ შორის, ავტოსადგომების ფართობი შეადგენს 178.704 კვ.მ-ს. ტერიტორიის კ1=2445.975:6363 =0.38; კ2=3593.445:6363=0.56; კ3=323.575:6363=0.05; მთავარი შენობა ნაგებობის მოცულიბა ±0.000 ნიშნულის ზევით შეადგენს 31554,19 მ/კუბს, ხოლო ±0.000 ნიშნულის ქვევით 586.52 მ/კუბს. დამხმარე ნაგებობის მოცულობა ±0.000 ნიშნული ზევით შეადგენს 75.62 მ/კუბს. გათვალისწინებულია 2014 წლის 07 იანვრის საქართველოს მთავრობის N41 დადგენილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მოთხოვნების შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პანდუსის მოწყობა. ასევე, გათვალისწინებული იქნება ეზოს კეთილმოწყობა.
შენობის 0.00 ნიშნულზე (მიწის ნიშნულიდან 1.30მ) დაგეგმარებულია კომერციული სივრც, წინარე კომერციული სივრცე, შესაფუთი სივრცე, წინარე საბაჟო სივრცე, საბაჟო სივრცე, მოსასვენებელი ოთახი, დაცვის ოთახი, სარეგისტრაციო, WC მამაკაცებისათვის, ქალბატონებისათვისა და უნარშეზღუდულთათვის, ჰოლი, სამზარეულო.