ახალი ოფისი
გაიხსნა სს ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ახალი ოფისი, მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.16, I სართული. ჩვენი კომპანია ახორციელებს სამრეწველო ობიექტების კომპლექსურ პროექტირებას, მშენებლობას, გამართვა-გაშვებას, არსებული ობიექტების მოდერნიზაციას.
ახალ ოფისში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკური საშუალებით, რაც შეხვედრებს უფრო ეფექტურსა და ნაყოფიერს გახდის. ამ სივრცეში წარმოდგენილია ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების ფოტო-გალერეა, თანამედროვე მასალების კატალოგები და ხელშესახები ნიმუშები.