+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

GMP და GDP სტანდარტი


GMP და GDP სტანდარტი


გვინდა გაცნობოთ სიახლის შესახებ. კომპანია „ინოსისტემსმა“ დაიწყო GDP და GMP სტანდარტების შესაბამისად, საწარმოო და სასაწყობე სივრცეებში, მონაცემთა შესაბამისობის განსაზღვრა და ნახაზების შედგენა - ე.წ. მაპირება.

ჩვენი მომსახურება დაფუძნებული და ორიენტირებულია, ხარისხისა და ოპერატიულად გონივრულ დროში მაღალკვალიფიცირებულ მომსახურებაზე. 

GMP (Good Manufacturing Practice) – კარგი წარმოების პრაქტიკა.საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს წარმოებისა და ხარისხის კონტროლის მიმართ, ფარმაცევტულ, კვების და მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში., ასევე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების წარმოებაში.

GDP (Good Distribution Practice) – კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა.ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, სასაწყობე საწარმოების, საბითუმო საცავების და სავაჭრო ობიექტებისთვის, მედიკამენტების მიმოქცევის სფეროში. ხოლო (GSP) - შენახვის კარგი პრაქტიკა აღწერს სპეციფიკურ ზომებს, რომლებიც საჭიროა ფარმაცევტული პროდუქტების სათანადო შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.

GDP და GMP არის ხარისხის სტანდარტები, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე საბოლოო მიზანი - უზრუნველყონ სამედიცინო მოწყობილობებისა და ფარმაცევტული პროდუქტების უსაფრთხოება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება და შესაბამისობაში მოყვანის წესები.