SMART SENSE
ინოსისტემსის, საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის, გუნდმა დაარსა კომპანია გლობალური ტექნოლოგიური სისტემებისა და ინჟინერინგის მენეჯმენტის ჯგუფი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა GITA-ს საგრანტო კონკურში და დაფინანსდა 150000 ლარით.
საგრანტო კონკურსში წარდგენილი იქნა პროგრამა SMART SENSE-ი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასტუმროების საინჟინრო სისტემების მდგომარეობის შესწავლა-დიაგნოსტიკა და ჩატარებული დიაგნოსტიკის დასკვნის საფუძველზე მოხდება:
სასტუმროების ოპტიმიზაცია
სასტუმროების მოდერნიზაცია
სასტუმროების გამართვა-გაშვება
სასტუმროების არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება
24/7 რეაგირება