ხილ-ბოსტნეულის შოკური გაყინვა
პროდუქტების შოკური გაყინვა - ეს არის სწრაფი და ეფექტური გაგრილების ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია, მართალია, ახალია, მაგრამ უკვე ადგილი დაიმკვიდრა საზოგადოებრივი კვების ძალიან ბევრ საწარმოში.
ბოსტნეულის გაყინვა მართლაც დიდი ინტერესით სარგებლობს მწარმოებლებს შორის, რადგან კონსერვირების ნებისმიერი სხვა მეთოდით არ ხდება ძირითადი ხარისხის მაჩვენებლების - გემოს, სურნელის, გარეგნული მდგომარეობის, შემადგენლობის, აგრეთვე არასტაბილური ვიტამინების, მაგ. ვიტამინი C-ს შენარჩუნება ასეთ მაღალ დონეზე.
გაყინული ბოსტნეული ვიტამინების შენარჩუნების ხარისხის მიხედვით დგას დაკონსერვებულ ბოსტნეულსა და ახალ შორის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პროდუქტების სარგებელი მაქსიმალურია მხოლოდ მათი სიმწიფის პერიოდში, ხოლო ზამთარში შენახვისას (მაგალითად, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი სარდაფში) ვიტამინების ნაწილი იკარგება.
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ იშვიათად ვიყენებთ გაყინულ ბოსტნეულსა და ხილს მათი მწიფობის დროს, მაგრამ ზამთარში ამ სახის საკვები ძალიან სასარგებლოა: დამტკიცებულია, რომ სწორად გაყინულ და შენახულ ბოსტნეულსა და ხილში ინახება უფრო მეტი ვიტამინი, ვიდრე ბოსტნეულში, რომელიც ინახება საწყობში.
ბოსტნეულის შოკური გაყინვისას ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მცირე დროში ხილი იყინება, რაც დადებითად აისახება პროდუქციის ხარისხზე. ბოსტნეული არ კარგავს ფორმას, ფერს და სხვა ძვირფას კვებით თვისებებს (გაყინული ბოსტნეული ინარჩუნებს 90% -მდე ვიტამინებს, ხოლო 100% -მდე მიკროელემენტებს).