ქართული ენდემური ჯიშის მეფრინველეობის კომპლექსი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 20 სექტემბერი
პროექტის დამუშავება დამთავრდა2018 წლის 20 დეკემბერს
დაკვეთის საგანს წარმოადგენს - დამკვეთის დავალებით კომპანია შპს ,,ინოსისტემსის,,მიერ ქართული ენდემური ჯიშის მეფრინველეობის კომპლექსის დაპროექტება.
აღნიშნული პროექტისათვის კომპანია შპს ,,ინოსისტემსის,, შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ განსახორციელდა შემდეგი სამუშაოები:
- საძიებო სამუშაოები
- კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი
- არქიტექტურული ნაწილი
- კონსტრუქციული ნაწილი
5.საინჟინრო ნაწილი
- ტექნოლოგიური ნაწილი
გადაშენების პირას მყოფ ქართულ ენდემურ ცხოველთა და ფრინველთა გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად საქართველოში არ არის მოშენებელი არც ერთი სასოფლო — სამეურნეო ცხოველის თუ ფრინველის სახე, რომელიც წარმოდგენილი არ იყოს ადგილობრივი ჯიშით. მაგალითად, ფრინველის ადგილობრივი პოპულაციები;
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეები ყველა აბორიგენულია, მათი შექმნა და ფორმირება ძირითადად რეგიონებში არსებული მდიდარი მთის საძოვრებითაა განპირობებული.
ადგილობრივი პირობების მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა იქონია( მეცხოველეობის) და მეფრინველეობს მრავალმხრივ და სპეციფიკურ განვითარებაზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთაგორიან რელიეფზე მოიგონა ახალი პირობებისათვის შესაბამისი სიახლეები; შექმნა ფრინველთა სხვადასხვა ჯიშების სელექციის ფართო სპექტრი.. ყველა ადგილობრივი ჯიში გამოირჩევა შენახვის ექსტრემალურ სისტემასთან და გარემო პირობებთან კარგი შემგუებლობით, შედარებით ნაკლები საკვების მოთხოვნილებით. ყველა ისინი ხასიათდებიან ეკოლოგიურად სუფთა წარმოებული პროდუქციით და მაღალი ხარისხით ( ხორცი, კვერცხი).
საქართველოში უძველესი დროიდან არის ცნობილი შავი ფერის ცხოველთა და ფრინველთა აბორიგენული ჯიშების პროდუქციის განსაკუთრებული კულინარული, საგემოვნო და ენერგეტიკული თვისებების შესახებ.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ საქართველოს მთის( საქონლისა )და ქათმის ადგილობრივი ჯიშების (ყურადღება გამახვილებულია შავი ფერის ინდივიდებზე) ხორცში კარნოზინის დიდი შემცველობა არსებობს.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით კარნოზინის მიღება სასურველია ასაკობრივი ცვლილებების, სხვადასხვა დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, კატარაქტის, გულის დაავადებების), ფსიქიკური და ნერვული დარღვევების (ალცჰეიმერის, პარკინსონის დაავადების და სხვა) და ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემების დროს,ხასიათდება გამორჩეული ანტიოქსიდანტური თვისებებით, ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოყავს მძიმე ლითონები.
ქათმები იყოფიან მეკვერცხულ, სახორცე და კომბინირებულ ჯიშებად.
სახორცე ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი ტექნოლოგიური პირობებია:
- ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრები.)
- წიწილების ადგილამდე მიყვანის სისწრაფე;
- შენობის მომზადება.7
- შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე).
- შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა.
- კვება.
- ვეტერინალური სამუშაოები.
1 ქათმიდან დაკვლის შემდეგ დაახლოებით მიიღება 2 კგ-მდე ხორცი.
წიწილების სასტარტო პერიოდში გამოზრდის თავისებურებანი:
ქათმის კვებისათვის ასევე გამოყენებულია კონცენტრირებული საკვები პრემიქსი
სიმინდთან ერთად კომბინაციაში,რომელიც დაშვებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
პირველი 20 დღე --- 35% პრემიქსი , 65 % ყვითელი სიმინდი.
20 დღის შემდეგ ----30% პრემიქსი, 70% ყვითელი სიმინდი.
ქათამს შეიძლება მიეცეს დღეში( 100-110 ) გრამი კომბინირებული საკვები შემდეგი დასახელებებიდან :