+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ყურძნის კონცენტრირებული წვენის საწარმო - შპს "ნატვიტი"


ყურძნის კონცენტრირებული წვენის საწარმო - შპს "ნატვიტი"


დამკვეთი:  შ.პ.ს. "ნატვიტი"

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2018  წლის  5 მარტს

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2018  წლის 5 აპრილი

  დაკვეთის საგანს წარმოადგენს- დამკვეთის დავალებით კომპანია ,,ინოსისტემის,, მიერ ქ. თელავში კონცენტრირებული წვენის დამამზადებელი საწარმოს დაპროექტებას შ.პ.ს. "ნატვიტი"-ს  საკუთრებაში  არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე.

საპროექტო მიწის ნაკვეთის მდებარეობა, აღწერა :

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თელავის მუნიციპალიტეტში (ქ.თელავი , სადგურის ქუჩის შესახვევი) და შედგება ერთი საკადასტრო ერთეულისგან - ს/კ 53.20.33.338. ნაკვეთის ტიპი- არასასოფლო-სამეურნეო ; ფართობი-7662კმ/მ; მესაკუთრე-შ.პ.ს. "ნატვიტი" ს/კ  431433273. მიწის ნაკვეთს  აღმოსავლეთიდან ესაზღვრება  53.20.33.306 საკადასტრო ნაკვეთი. მფლობელი - გოგი გურაბანიძე. დასავლეთიდან და სამხრეთიდან - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ს/კ  53.20.33.380. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ს/კ 53.20.33.373.

  საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მარტივი, სწორი რელიეფით. აბსოლიტური ნიშნული ზღვის დონიდან - 554.80 მ. 

    კომპანია  ,,ინოსისტემსმა,,აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შეასრულა  შესაბამისი სამუშაოები  როგორც არქიტექტურული,  ინჟინრული  ასევე  ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით:

  1. პროექტის არქიტექტურული  ნაწილის შინაარსის აღწერა:

საპროექტო შენობა წარმოადგენს  III კლასის შენობა-ნაგებობას.  საპროექტო მიწის ნაკვეთის დაკავშირება  სადგურის ქუჩის საავტომობილო გზასთან გათვალისწინებულია მოასფალტებული ორმხრივი მისასვლელი გზით. მიწის ტერიტორიაზე მოეწყობა დაცვის ჯიხური (4მ X 4მ). ძირითადი შენობა ორსართულიანი მარტივი ოთკუთხედის ფორმისაა, გაბარიტები (36მ X 23.6მ).  შენობის სტრუქტურული სიმაღლე - 10.00 მ.  მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 7662 კვ.მ.-ს განაშენიანების ჯამური ფართობი შეადგენს 2013.879 კვ.მ.-ს. შენობის საერთო ფართობი , პირველ სართულზე, შეადგენს  1804.96  კვ.მ.-ს. ხოლო მეორე სართულზე - 212 კვ.მ.-ს. გამწვანების ფართობი შეადგენს 442.56 კვ.მ.-ს. მოშანდაკებული ტერიტორიის ფართობი  შეადგენს 5565.56 კვ.მ.-ს. მათ შორის ავტოსადგომების ფართობი შეადგენს 82.5 კვ.მ.-ს. ტერიტორიის k1=0.236; k2=0.263; k3=0.19; მთავარი შენობა-ნაგებობის მოცულობა  ±0.000  ნიშნულის ზევით შეადგენს 6230.4 მ3-ს.
გათვალისწინებულია 2014 წლის 07 იანვრის  საქართველოს მთავრობის  #41  დადგენილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური  რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე  მოთხოვნების შესაბამისად  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის  პანდუსის მოწყობა. ასევე  გათვალისწინებული იქნება კეთილმოწყობა. 

 შენობის 0.00  ნიშნულზე დაგეგმარებულია მზა პროდუქციის მომწიფების საწარმო, ყურძნის წვენის დამუშავების, ძირითადი საამქრო, ყურძნის პირველადი, დამუშავების საამქრო, დაფასოების საამქრო, ბოთლის გასაბერი საამქრო, დამხმარე მასალების საწყობი, შესაფუთი მასალების საწყობი, მზა პროდუქციის საწყობი, კიბის უჯრედი, კორიდორი, სამზარეულო, ქიმიური რეაქტივების საწყობი. სიპ რეცხვის საამქრო, WC მამაკაცებისათვის, გასახდელი მამაკაცებისათვის, ბუფერი,  WC ქალბატონებისათვის, გასახდელი ქალბატონებისათვის. საშხაპე ქალბატონებისათვის, სამრეცხაო, საშხაპე მამაკაცებისათვის.  WCინვალიდებისათვის,

 შენობის +4.66 ნიშნულზე დაგეგმარებულია დირექტორის ოთახი, შეხვედრების ოთახი, კორიდორი, ბუღალტერის ოთახი,წარმოების უფროსის ოთახი, ყავის ოთახი, ლაბორატორია/ტექნოლოგის ოთახი, გაყიდვების ოთახი, შესყოდვების/
მოლარის ოთახი. 

  1. პროექტის საინჟინრო  ნაწილის სისტემის აღწერა:

საპროექტო შენობის კონსტრუქციული კარკასი ნაწილობრივ წარმოადგენს რკინა-ბეტონის კონსტრუქციას  და ლითონის ანაკრებ სისტემას ( ლითონის კონსტრუქციები დაცულია ცეცხლმედეგი საღებავით ),  კარკასი დაფუძნებულია წერტილოვან რ/ბ საძირკვლებზე. კედლები და ტიხრები აგებულია სენდვიჩპანელებით .  სახურავის კონსტრუქცია  შედგება ანაკრები ლითონის წამწეებისგან და სახურავის  ბურული წარმოადგენს სენდვიჩ-პანელების  და გოფრირებული, მოთუთიებული,  შეღებილი თუნუქის ფურცლების სისტემას. ჭერის მოწყობა გათვალისწინებულია ბეტონის ფილებით.  

დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერა :

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილება,  ტექნიკური რეგლამენტი "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები ". 

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის #57 დადგენილება " მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო  პირობების შესახებ" 

-  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 იანვრის #41 დადგენილება; 

-. ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 მარტის #4-13 დადგენილება და ქ. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 გადაწყვეტილება

  1. .ტექნიკურ ნაწილში: თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
  2. ტექნოლოგიურ ნაწილში: შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ინოვაციური  ტექნოლოგიების  შერჩევა, რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

5.შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში  პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს   უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.