შპს " ტექსასი" კომბინირებული საკვები
დამკვეთი- ფიზიკური პირი -ბესაროინ დევნოზაშვილი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2017 წლის 18 სექტემბერი
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2017 წლის 18 0ქტომბერი
დაკვეთის საგანს წარმოადგენს :შპს ,,ტექსასი,,კომბინირებული საკვების საწარმოს პროექტირება.
კომბინირებული საკვების წარმოებისათვის სადღეისოდ მეტად მრავალფეროვანი, განსხვავებული ქიმიური შედგენილობის, ყუათიანობის და სპეციფიკური თვისებების მქონე პროდუქტები გამოიყენება.
ყველა ეს პროდუქტი შეიძლება დაიყოს:
1.მცენარეულ საკვებად, მცენარეული პროდუქტების ტექნიკური გადამუშავებით მიღებულ საკვებ ნარჩენებად,
2.ცხოველური წარმოშობის საკვებად.
3.მიკრობიოლოგიური და ქიმიური სინთეზის პროდუქტებად,
4, მინერალურ და ვიტამინოვან დანამატებად.
კომბინირებული საკვების მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია:
მცენარეული საკვები
მცენარეული საკვები – კომბინირებული საკვების მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ამ შემთხვევაში იყენებენ მარცვლეულ კულტურებს.
მარცვლეული შედგენილობისა და სპეციფიკური თვისებების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: პურეულის, პარკოსნების და ზეთოვანთა მარცვალი.
კომბინირებულ საკვებში რთავენ ამ კულტურათა თესლს (ნაყოფი), მათი ტექნიკური გადამუშავების ანარჩენებს და მწვანე მასიდან მიღებულ ფქვილს.
კომბინირებული საკვების დასამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ სრულფასოვანი და მწიფე თესლი, რადგან მხოლოდ მწიფე, შემოსულ მარცვალში შედის ნივთიერებათა სრული ნაკრები, რომელიც აუცილებელია ცხოველის ორგანიზმისათვის.
მარცვლოვანთა (პურეულის) მარცვალი
პურეულს მიეკუთვნება სასოფლო სამეურნეო კულტურები, რომელთა ნაყოფი წარმოადგენს საზრდო ნივთიერებებით, ძირითადად სახამებლით მდიდარ მარცვალს.
პურეულის მარცვალში ცილების შემცველობა 5-25%-მდე მერყეობს. თესლის ცილების ძირითადი მასა მიეკუთვნება ალბუმინებს, გლობულინებს, პროლამინებს და გლუტელინებს. ალბუ-მინები წყალში იხსნება, გლობულინები ნეიტრალურ მარილხსნარში, პროლამინები 70%-იან სპირტში, გლუტელინები კი – სუსტ ტუტეში.
პურეულის მარცვალი შეიცავს აგრეთვე არაცილოვან აზოტოვან ნაერთებს: თავისუფალ ამინომჟავებს და მათ ამიდებს, ნუკლეინის მჟავებს, პეპტიდებს და სხვა. ყველა ამ შენაერთის საერთო რაოდენობა არ აღემატება მშრალი მარცვლის წონის 1%-ს
პურეულ მარცვლებს მიეკუთვნება მცენარეთა დიდი ნაწილი, მაგრამ წარმოებაში განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება – სიმინდი, ქერი, ხორბალი, შვრია, ჭვავი, ფეტვი, სორგო და ღომი.
- სიმინდი– გამოირჩევა სახამებლის (70%-მდე) და ცხიმის (4-6%-მდე) დიდი შემცველობით. უჯრედანა – 2,5%. აქვს კარგი საგემოვნო თვისებები და ჭამადობა. ცხოველები სიამოვნებით ჭამენ, მაგრამ ღარიბია პროტეინით (5-20%).
სიმინდის მარცვლის პროტეინი დაბალი ბიოლოგიური ღირებულებისაა, რადგან მცირეა მასში შეუცვლელი ამინომჟავა ლიზინი და ტრიპტოფანი. ამიტომ სიმინდის შემცველ კომბინირებულ საკვებში აუცილებელია დაემატოს ეს ამინომჟავები. ის შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, პროლამინებს 50%-მდე.
- ქერი– შვრიასთან შედარებით შეიცავს ნაკლებ უჯრედანას და ცხიმს, მაგრამ მეტ სახამებელს. პროტეინის შემცველობა 7-24%-მდე მერყეობს.
საერთო ყუათიანობით ქერი შვრიას 20%-ით სჭარბობს. აზოტოვან ნივთიერებათა 97-98% ცილებია, დანარჩენი ამიდებია. უ.ე.ნ-დან 95% სახამებელზე მოდის, 5% შაქარზე.
ქერის ფქვილს იყენებენ ყველა კომბინირებულ საკვებში, მაგრამ ყველაზე მეტად გასასუქი ღორისათვის. ქერით გასუქებული ღორის ხორცი მაღალი ხარისხისაა. კომბინირებულ საკვებში ქერის დიდი რაოდენობით ჩართვამ შეიძლება გამოიწვიოს ძროხის ტიმპანია.
- შვრია– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფურაჟე მარცვალია. მისი შეფასებისას მნიშვნელობა აქვს ვარგისიანობას. კარგ შვრიაში გარსი დაახლოებით 30%-ს უნდა შეადგენდეს, მარცვლის წონიდან. საერთო ყუათიანობით შვრიის გარსი ნამჯას უახლოვდება.
კომბინირებული საკვების ინგრედიენტად დიდი მნიშვნელობა აქვს გარსგაცლილ შვრიას, რომელსაც რთავევნ მოზარდეულის გამოსაზრდელად განკუთვნილ ნარევში.
შვრიის შემცველი კომბინირებული საკვები ზრდის ფრინველის მეკვერცხულობას. მას იყენებენ მაღალხარისხოვანი ფქვილის სახით, რომელსაც არ უნდა ქონდეს ობის და შმორის სუნი.
- ჭვავი– კვებითი ღირებულებით ახლოსაა ქერთან და ხორბალთან. მასში ცილის საერთო რაოდენობიდან 25%-მდე ალბუმინები, 29%- გლობულინები, 25% პროლამინები, 17% გლუტელინებია.
ჭვავის დიდი რაოდენობით კვებისას შეიძლება გამოიწვიოს მონელების მოშლა, ამიტომ კომბინირებულ საკვებში იგი განსაზღვრული დონით უნდა ჩაერთოს. ამ მიზნით იყენებენ დაბალი ხარისხის არასასურსათო ჭვავს (დაჯირჯვებული, წვრილი).
ეს კულტურა, განსაკუთრებით კარგია ღორებისათვის განკუთვნილ კომბინირებულ საკვებში შესარევად.
- ხორბალი– კომბინირებული საკვების წარმოებისათვის სრულად დამაკმაყოფილებელი ინგრედიენტია. პურეულის სხვა მარცვლოვნებისაგან განსხვავებით ხორბალი გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით (15-26%).
გააჩნია კარგი საგემოვნო თვისებები, ჭამადობა. ხორბლის პროტეინში 50%-მდე წყალში და მარილხსნარში ხსნადი ამინომჟავებია. ამინომჟავური შედგენილობით ის ახლოს დგას ქერისა და შვრიის პროტეინთან.
ხორბლის ძვირფასი სასურსათო თვისება ისაა, რომ ის შეიცავს ბევრ წებოვანას, რომლის შემცველობა აქვეითებს მის საფურაჟე ღირსებას. წებოვანა ცილოვანი ნაერთია, რომელიც ცილა გლუტელინისა და გლიადინისაგან შედგება. მასში შედის აგრეთვე 5% სახამებელი.
ღორისა და ფრინველისათვის ხორბალის შემზადების ყველაზე ეფექტური ხერხია ექსტრუდირება, ხოლო მცოხნავებისათვის – დაჭყლეტა. ამ წესით შემზადებული ხორბალი ყველა სახის ცხოველის კომბინირებულ საკვებში შეიძლება შეადგენდეს 50%-მდე.
- ფეტვი– გამოირჩევა ძალიან მაგარი, ძნელად მონელებადი, ფერადი გარსის შემცველობით (25%-მდე), რომელიც დიდ რაოდენობით მაინკუსტირებელ ნივთიერებას შეიცავს.
ამიტომ ფეტვი კარგად უნდა დაქუცმაცდეს. ძირითადად მას რთავენ ფრინველისა და ღორის საკვებში.
- სორგოსმარცვალი – მისი ზოგიერთი ჯიში შეიცავს ციანმჟავას გადიდებული რაოდენობით, რომელიც მომწამვლელია.
ამიტომ მისი გამოყენებისას ის უნდა შემოწმდეს ამ ნივთიერების შემცველობაზე. სორგო ღარიბია კაროტინით. არ შეიცავს ვიტამინს. რეკომენდებულია მხოლოდ სასუქი ცხოველის კომბინირებული საკვებისათვის.
- ღომი– კვებადობით ახლოს დგას ფეტვთან.
პარკოსანთა მარცვალი
პარკოსანთა მარცვალი – გამოირჩევა პროტეინის მაღალი შემცველობით (პურეულის მარცვალზე 2-3-ჯერ მეტი) და შეუცვლელი ამინომჟავების სიმდიდრით, პარკოსანთა პროტეინში შედის 80%-ზე მეტი წყალში და მარილხსნარში ხსნადი
ფრაქციები, რაც განაპირობებს მისი გამოყენების მაღალეფექტურობას ერთკამერიანი კუჭის მქონე ცხოველის ორგანოებში. მაგრამ იგივე თვისება მცოხნავი ცხოველისათვის მას აუფასურებს, რადგან სწრაფად იშლება რა ამიაკამდე შეიწოვება და გამოიდევნება ორგანიზმიდან.
- ბარდა– ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული, მაღალი კვებითი ღირებულების საკვებია. შეიცავს 18-24% პროტეინს, 5% უჯრედანას. მისი პროტეინი კარგად იხსნება. 1 კგ ბარდაში 12,5 გ ლიზინია, 1,5 გ ტრიპტოფანი, 1,7 გ მეთიონინი, 2 გ ცისტინი.
ღორისათვის განკუთვნილ საკვებში ბარდის ექსტრუდანტს რთავენ 25%-მდე. ამასთან შეიძლება მთლიანად გამოვთიშოთ ცხოველური წარმოშობის საკვები. მცოხნავების კომბინირებულ საკვებში შეიძლება ჩაირთოს 15-20% მოხალული ბარდა.
- სოიო– იმის გამო, რომ სოიო ძირითადად სასურსათო მიზნით გამოიყენება, კომბინირებული საკვების მრეწველობაში მას იშვიათად იყენებენ, თუმცა ყველაზე საუკეთესო პროტეინოვანი საკვებია და პარკოსანთა შორის კვებითი ღირებულებით პირველ ადგილზე დგას.
.დამუშავებული სოიო ყველაზე მიზანშეწონილია გამოიყენებოდეს მეწველი ფურისა და კვერცხმდებელი ქათმის კომბინირებული საკვების დასამზადებლად, სადაც იგი შეაქვთ 15-20%-ის რაოდენობით.
- საკვებიცერცვი – შეიცავს 33% პროტეინს. 1 კგ მარცვალში 14-15 გ ლიზინია, 1,75 გ ტრიპტოფანი, 2,5 გ მეთიონინი, 3,4 გ ცისტინი, მასში ბევრია კალიუმი და ფოსფორი, კარგად ხსნადია.
ცერცვში შედის მთრთილავი ნივთიერებები, რომელთაც მშუშხავი თვისებები გააჩნიათ. ამიტომ კომბინირებულ საკვებში უნდა ჩაირთოს ხორბლის ქატო ან ბადაგი, რაც ასუსტებს მთრთილავი ნივთიერების ამ თვისებას (არ გამოიყენება ფრინველის კვებისას).
- ცულისპირა– ქიმიური შეგენილობით და კვებადობით ახლოსაა ბარდასთან და გამოირჩევა კარგი ჭამადობით.
კარგად ხსნადია, მაგრამ შეიცავს ალკალოიდებს, ამიტომ მისი ხანგრძლივი ხმარებისას ცხოველებში ხდება ნერვული სისტემის მოშლა, განსაკუთრებით ცხენებში. ანტისაზრდოობადი ნივთიერებების გაუვნებლობა ხდება ჩაორთქვლით. ღორის საკვებში შეიძლება ჩაირთოს 20% ცულისპირა.
- ხანჭკოლა– მდიდარია პროტეინით 45%. ამას გარდა შეიცავს 6-8%-მდე ცხიმს. კომბინირებულ საკვებში გამოიყენება ხანჭკოლის ისეთი ჯიშები, რომლებიც ალკალოიდებს შეიცავენ არა უმეტეს 3%-სა.
კარგად ხსნადია. შეიცავს ლიზინს 4,9 გ, 3,9 გ ტრიპტოფანს, 4,3გ მეთიონინს, 4,6 გ ცისტინს. ალკალოიდები ლუპინინი და სპარტეინი მარცვალს მომწარო გემოს აძლევს, რაც აქვეითებს ჭამადობას.
სიმწრის მოსაცილებლად მარცვალს ალბობენ, ჩააორთქლებენ და შემდეგ რეცხავენ გამდინარე წყლით. კარგ შედეგს იძლევა ექსტრუდირება. ღორისათვის განკუთვნილ საკვებში შეიძლება ჩაირთოს 20%-მდე ხანჭკოლის ექსტრუდანტი.
- მარცვლისანარჩენი – კომბინირებულ საკვებში შემავალი მარცვლის ანარჩენი დასაშვებზე მეტს არ უნდა შეიცავდეს შხამიან მარცვალს.
მასში სასარგებლო მარცვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 50%-ს. მარცვლის ანარჩენში ნაგვიან მინარევს მიეკუთვნება ველური სარეველა მცენარეების თესლი, კულტურულ მცენარეთა ჩამპალი, ჩაობებული, ჩამწვარი, დანახშირებული თესლი.
კომბინირებულ საკვებში შეიძლება ჩაირთოს ხორბლის, ფეტვის, ჭვავის, ქერის, შვრიის, ბარდისა და სხვა კულტურების მარცვლეულის ანარჩენები (შეფარდებით 50% ჯანსაღი, 50% ანარჩენი).
კომპანია შპს „ინოსისტემმა“აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები როგორც არქიტექტურული ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით
- დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.
- ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
- ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
- ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
- შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.