"ინოსისტემსის" შესახებ
"ინოსისტემსი", სრული დასახელება ინოვაციური სისტემები, სამეცნიერო - სამრეწველო ცენტრი - კომპანია დაარსდა 2014 წელს სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება კვების პროდუქტების წარმოებაში. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა: რძისა და რძის პროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო, საკონსერვო, კონცენტრატების, ცხიმ-პროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის და ა.შ. გადამამუშავებელი საწარმოები.
ინოვაცია თავისთავად ნიშნავს ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგს. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.
ჩვენ: ვგეგმავთ, ვაპროექტებთ, ვაშენებთ, ვამზადებთ დანდგარებს, ვამონტაჟებთ და ვაბარებთ ტექნოლოგიური პროცესების სრულ ციკლს.ჩვენ; ვნერგავთ ეფექტურ და ეკონომიურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ვითვალისწინებთ: გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების, შრომის დაცვის მოთხოვნებს. დამკვეთისათვის რენტაბელური და წარმატებული ბიზნესის გარანტიაა, ჩვენი გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს საწარმოო პროცესების მინიმალური დანაკარგებით წარმართვას. ჩვენ; ვეხმარებით მეწარმეებს, სურსათს უვნებლობის მოთხოვნების (HACCP-ის ISO-ს და GlobalGAP-ის სტანდარტების), საწარმოო პროცესებში დანერგვასა და განხორციელებაში.ჩვენს; მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მეტყველებს, კმაყოფილი დამკვეთების გამოხმაურებები, და ახალი პროექტები.
მისია: ჩვენი დამკვეთი კომპანიებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა, რათა აწარმოონ უმაღლესი ხარისხის კვების პროდუქტები.
მიზანი:
✔ კვების მრეწველობის უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით მომუშავე წარმატებული საწარმოების სიმრავლე და კონკურენტუნარიანი ბაზარი.
✔ პარტნიორ კომპანიებთან, ნდობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული ურთიერთობა.
✔ პროფესიონალების დასაქმება და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა.
✔ გამოცდილების, საწარმოო პროცესში განხორციელება.