+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ღირებულება


ღირებულება


ყველაზე მთავარი ღირებულების შესახებ

კომპეტენტურ საპროექტო ორგანიზაციებს თავისი საპროექტო გადაწყვეტილებებით, შეუძლიათ უბრალოდ კომპენსირება გაუკეთონ მის სამუშაოზე გაწეულ ხარჯებს.

პროექტის დასაწყისში საპროექტო ორგანიზაციებზე დანაზოგის გაკეთებამ  შეიძლება მომავალში გამოიწვიოს  პროექტის ხარჯების გაზრდა.

ბოლო წლების ხშირი მოვლენა: იხდით ცოტას - შედეგად იღებთ ძალიან „ძვირ პროექტს“.

აირჩიეთ პროფესიონალები და ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი ინვესტიციები გადაიფარება და მოიტანს მოსალოდნელ მოგებას.

 

საპროექტო სამუშაოების ღირებულება

პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასების სხვადასხვა გზები არსებობს. ხშირად, სამუშაოების ღირებულება  სავარაუდო შენობის ან სტრუქტურის 1მ2-ით განისაზღვრება, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია ობიექტის პროექტირების სირთულის დონის გათვალისწინებით.

„ინნოსისტემსის“- ის მიერ შემუშავებული პროექტების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ძირითადი კომპონენტების გათვალისწინებით:

ფასი გაანალიზებულია არა ფორმულით, არამედ პროექტის რეალური ხარჯებით (სპეციალისტების ხელფასები, საზედნადებო ხარჯები, გადასახადები და ა.შ.).

ძირითადი კომპონენტების გათვალისწინებით, პროექტის ღირებულება შეიძლება იყოს დაპროექტებული ობიექტის მთლიანი ღირებულების 2-5%. აგრეთვე უნდა იქნას გათვალისწინებული პირდაპირი პროპორციული დამოკიდებულება ობიექტის ტიპსა და ღირებულებას შორის. რაც უფრო მეტია პროექტის დოკუმეტაციის  რაოდენობრივი შემადგენლობა, მით უფრო მეტია ობიექტის მთლიანი ღირებულების პროცენტი.

თუ დამკვეთი მოდის მხოლოდ იდეით და მისაღები პროდუქტის სპეციფიკაციით, აგრეთვე მისი საფასო განაკვეთით და გვიკვეთავს საწარმოს პროექტს, რომელიც შექმნის ზუსტად ისეთი ტიპის პროდუქტს, რომელიც მას უნდა და იმ თვითღირებულებით, რომელიც მას აქვს გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში საპროექტო მომსახურების ფასი მთლიანი ობიექტის ღირებულების 7-10%-ია, საიდანაც ტექნოლოგიის შემუშავებაში საერთო საპროექტო ღირებულების 40-50% იხარჯება.

საპროექტო დოკუმენტაციის მონაკვეთების ძირითადი ნაწილების შემუშავების ღირებულება შეადგენს: