+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგობრივი საბჭო


სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგობრივი საბჭო


- საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, არსებული პროცესების მიღმა ვერ დარჩება. ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას სიღარიბის, მათ შორის, მოსახელობისსურსათით უზრუნველყოფის პრობლემა. აქედან გამომდინარე, უახლოესი წლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების იმგვარი მოდელის შემუშავება, რომელიც მოსახლეობასხელმისაწვდომი და ხარისხიანი სურსათით დააკმაყოფილებს. ასევე, ხელს შეუწყობს კონკურენტული უპირატესობის მქონე პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

ასეთი  დოკუმენტი იქნება ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ძირითადი საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთაგანხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ზრუნველყოფს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორშიკონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.