+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

რატომ ინოსისტემსი?!


რატომ ინოსისტემსი?!


ჩვენმა კომპანიამ საქართველოში დააპროექტა ყველათვის  ცნობილი საწარმოები, ფაბრიკები, სოფლის მეურნეობის ობიექტები. ძირითადად კვების მრეწველობაში 2006 წლის შემდეგ. ჩვენი ორგანიზაცია შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილია მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით,  რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნით

 
რატომ გვთვლიან ჩვენ საიმედო პარტნიორად?!

1 . ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ყველა დამკვეთთან ვმუშაობთ ინდივიდუალურად, მისთვის შერჩეული კონკრეტული პროექტების მიხედვით. ჩვენ არ ვიღებთ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს რაც გვიადვილებს რთულ პროექტებთან გამკლავებას.

2 . სამუშაოს მიმართ პროფესიონალური მიდგომა და ახალი ტექნოლოგიებით შესრულება: ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს საკანონმდებლო და ევრო სტანდარტების მოთხოვნებს.

3 . კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი: ჩვენი სპეციალისტები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილებით, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგები.

4 . საიმედო პარტნიორთან შეთანხმებული მუშაობა: ვირჩევთ საიმედო პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულება

5 . მხოლოდ ხარისხიანი მანქანა-დანადგარები და მასალები: ჩვენ ვითვალისწინებთ დამკვეთის ხარჯებს, მანქანა დანადგარების ცვეთის დროს, ამიტომაც ვიყენებთ მხოლოდ ხარისხიან მასალას.

6 . ჩვენი გამოცდილება: გვაქვს გამოცდილება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა დანიშნულების საწარმოების მშენებლობა/რეკონსტრუქციის.

7 . სამუშაოს დროულად შესრულების 100%იანი გარანტია: ჩვენი პროფესიონალიზმი და გამოცდილება არის სამუშაოს დროულად შესრულების გარანტი.

8.მუშაობის სრული ციკლი: ,,იდეიდან მოქმედ საწარმომდე“ ჩვენ ვიწყებთ იდეით და ყველა ეტაპის გავლით ვაბარებთ მოქმედ საწარმოს!.
 
ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
 
1. ეტაპი - განაცხადი თქვენი პროექტის შესახებ დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომერზე.2 .  ეტაპი პროექტის განხილვა: დანიშნულება. წარმადობა, ადგილმდებარეობა.
3 .  ეტაპი საწარმოს დაგეგმარება, დაპროექტება, ხარჯთა აღრიცხვა.
4 .  ეტაპი - პროექტისა და ხარჯების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება.
5 .  ეტაპი - დაგეგმილი სამუშაოების დაწყება და შემდგომი ეტაპობრივი ანგარიშგება, დამკვეთთან.
6 .  ეტაპი - დანადგარებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტესტ-გაშვება.
7 .  ეტაპი - მიზნობრივი ტექნოლოგიური პროცესის გაშვება, სრული ციკლი.
8 .  ეტაპი - შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი აქტის ხელმოწერა და ,,გასაღების“ გადაცემა.