+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო ,,ტკბილი ქვეყანა"


საკონდიტრო ,,ტკბილი ქვეყანა"


კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ დაარსდა 2005 წელს. 2006 წელს კომპანიას შეექმნა პრობლემები ტექნიკურ-ტექნოლოგიური ნაწილის კუთხით და მაშინვე მომართა ჩვენს კომპანიას  შპს ,,ინოსისტემსს,, აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

       ჩვენს მიერ შეიქმნა მაღალკვალიფიციურ-პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც მივიდა საკონდიტრო ფაბრიკა „ტკბილ ქვეყანაში“ და მოკლე დროში მოახდინა შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა და ასევე საწარმოს შემდგომი გაფართოებისა და წარმატებისათვის   პრაქტიკულად განახორციელა  შესაბამისი ღონისძიებები, ესენია:

      1.ტექნიკურ ნაწილში უცხოური(იტალია,გერმანია,რუსეთი,უკრაინა) ტექნოლოგიური ხაზების და დანადგარების მოძიება( როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში) მოდერნიზაცია, წარმოებაში დამონტაჟება და საკონტროლო ნიმუშების ასორტიმენტების გამოშვება  -შესაბამისი ტექნოლოგიური  პროცესების ინსტრუქციების   პარამეტრების   მიხედვით.

აღნიშნული ტექნოლოგიური ხაზების და დანადგარების ჩამონათვალი:

  •    ვაფლის უწყვეტი ტექნოლოგიური ხაზი
  • შაქროვანი ნამცხვრის უწყვეტი ტექნოლოგიური ხაზი
  • შოკოლადის დანადგარები-მატემპერილებლები, 5 ,,ვალციანი,, წისქვილი, მიქსერები,სახარში ქვაბები.
  • გრილიაჟის წარმოების უწყვეტი ტექნოლოგიური ხაზი
  • ზეფირის წარმოების ხაზი( სიროფი სახარში განყოფილების მოდერნიზება)
  • მარმელადის წარმოების უბნის გამართვა და მოდერნიზება
  • ფენოვანი ნამცხვრის უბნის მოდერნიზება
  • ფენოვანი ნამცხვრის უბნის მოდერნიზება უახლესი დანადგარებით
  • ნუგის წარმოების უბნის მოდერნიზება
  • თაფლკვერის წარმოების უბნის მოდერნიზება. აღნიშნული დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზები დღეის მდგომარეობითაც გამართულად მუშაობს.

აგრეთვე საკოდიტრო ,,ტკბილ ქვეყანაში,, შეიქმნა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტორტების ახალი საამქრო, სადაც იწარმოება როგორც სადღესასწაულო ტორტები, ასევე კრემიანი ნამცხვრები.

აგრეთვე მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ შეუკვეთოს სასურველი ფორმის და ზომის სხვადასხვა სახეობების  და დიზაინის უგემრიელესი  ნამცხვრები  და ტორტები.

  1. ტექნოლოგიურ ნაწილში ასევე მოხდა ახალი ასორტიმენტების სახეობების შერჩევა, მათ შორის საბავშვო,  დიაბეტური, და იოდირებული   ნაწარმის  და  მათი  წარმოებაში დანერგვა ინოვაციური ტექნოლოგიებით. 

     საქართველოში პირველი საკონდიტრო ფაბრიკა  იყო   „ტკბილი ქვეყანა“ , რომელმაც 2006 წლიდან სერიული წარმოების ზოგიერთი სადღესასწაულო ასორტიმენტი შეთავაზა მომხმარებელს, როგორიცაა:

  • სადღესასწაულო - უგემრიელესი  ,,პასკა,, ,,გოზინაყი არახისით,,. გოზინაყი თხილით,,.
  • კანფეტი ,,გრილიაჟი შოკოლადში,,

ასევე სხვა ახალი  ასორტიმენტების  დანერგვა და სერიული წარმოება,ესენია:

  • ,,ზეფირი შოკოლადში,,
  • მარმელადი სხვადასხვა გემოვნური თვისებებით
  • ,,ნუგა,, - ,,ნუგა შოკოლადში,,
  • ,,თაფლკვერი,, ,,თაფლკვერი მოხარშული ცომით,,
  • ვაფლი,  ,, ვაფლის ტორტი,,
  • ნამცხვარი,, საიუბილეო,,

 

განხორციელდა  აგრეთვე  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებიდან პროფესიონალი მასტერ კონდიტერების მოწვევა და ადგილზე მასტერ კლასების ჩატარება სხვადასხვა სახეობის ასორტიმენტზე.    ასევე ხდებოდა „ტკბილი ქვეყნიდან“ წამყვანი ტექნოლოგებისა  თუ სპეციალისტების მივლინება მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებში, გამოფენებზე   და  მასტერ  კლასებზე  ახალი  ასორტიმენტის   და ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობისა და  შემდგომში  მათი წარმოებაში დანერგვის  მიზნით.

  1. ასორტიმენტის მიხედვით შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად მისი გახორციელება, რაც მოცავს რეცეპტურისა  და ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრ   კონტროლს.  ეს კი   საბოლოოდ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასა და ადამიანისთვის მის კვებით უსაფრთხოებაას.
  2. ყოველივე ზემოაღნიშნული ჩატარებული სამუშაოების შედეგად საკონდიტრო ფაბრიკამ- „ტკბილი ქვეყანა“ ძალიან მალევე შეძლო ქართულ ბაზარზე თავისი ადგილის საბოლოო დამკვიდრება და მომხმარებლის სანდოობისა და მოწონების დამსახურება.

  შეიძლება ითქვას, რომ საკონდიტრო ფაბრიკა „ტკბილი ქვეყანა“ დღეისათვის საკონდიტრო მრეწველობის  სფეროში  საქართველოში არსებულ საწარმოთა  შორის ერთ-ერთი ლიდერია  როგორც ასორტიმენტის მრავალფეროვნებითა და  გემოვნური  თვისებებით,  ასევე მისი ხარისხითა  და კვების უსაფრთხოების კუთხით.