+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ხილ-ბოსტნეულის შესანახი მაცივარი, საკონსერვო საწარმო


ხილ-ბოსტნეულის შესანახი მაცივარი, საკონსერვო საწარმო


 

დამკვეთი  ,,საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო  კომპანია,,

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2017  წლის  1 ივლისს  

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2017  წლის14 ნოემბერს

დაკვეთის საგანს წარმოადგენს- დამკვეთის დავალებით კომპანია ,,ინოსისტემის,, მიერ გარდაბნის  მუნიციპალიტეტში სოფელ  გამარჯვებაში დამკვეთის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 81.07.04.493) დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების  მიხედვით ,, სამაცივრე მეურნეობის,, (ხილ- ბოსტნეული) პროექტირება.

  კომპანია ,,ინოსისტემსის,, მიერ  განხორციელებულია  შემდეგი სამუშაოები:

საპროექტო შენობა- წარმოადგენს III კლასის შენობა-ნაგებობას.

საპროექტო მიწის ნაკვეთის დაკავშირება თბილისის შემოსასვლელ საავტომობილო გზასთან გათვალისწინებულია მოასფალტებული ორმხრივი მისასვლელი გზით.

შესასვლელში მოეწყობა დაცვის ჯიხური (4მX4მ)  და საკონტროლო- გამშვები პუნქტი.

 ძირითადი შენობა ერთსართულიანი რთული მრავალკუთხედი ფორმისაა. გაბარიტები  (36.4 მ X 50.3მ).

 შენობის სტრუქტურული სიმაღლე - 7,55 მ. მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 5083.74 კვ.მ-ს,

 განაშენიანების ჯამური ფართობი შეადგენს  1692.37 კვ.მ-ს.

 შენობის საერთო ფართობი შეადგენს 1526.38  კვ.მ-ს.

 გამწვანების ფართობი  შეადგენს  606.578  კვ.მ-ს.

მოშანდაგებული ტერიტორიის ფართობი  შეადგენს 2867.856 კვ.მ.

 მათ შორის, ავტოსადგომების ფართობი შეადგენს 137,5 კვ.მ-ს.

ტერიტორიისკ1=1692.37:5083.74=0.33;კ2=1633.38:5083.74=0.32; 

 კ3=606.578:5083.74=0.12;

მთავარი შენობა ნაგებობის მოცულიბა ±0.000 ნიშნულის ზევით შეადგენს  9275.97 მ/კუბს, ხოლო ±0.000  ნიშნულის ქვევით 1221.1 მ/კუბს.

 დამხმარე ნაგებობის მოცულობა ±0.000 ნიშნული ზევით შეადგენს 268.5 მ/კუბს,ხოლო  ±0.000 ნიშნულის ქვევით 3,25 მ/კუბს.

გათვალისწინებულია 2014 წლის 07 იანვრის საქართველოს მთავრობის  N41 დადგენილების  შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე  მოთხოვნების შესაბამისად  შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პანდუსის მოწყობა. ასევე, გათვალისწინებული იქნება ეზოს კეთილმოწყობა.

 შენობის 0.00 ნიშნულზე (მიწის ნიშნულიდან 0.80მ) დაგეგმარებულია ხილ-ბოსტნეულის დამახარისხებელი ზონა,

შესანახი მაცივარი (6 სათავსო), დერეფანი, ჰოლი, სამზარეულო, დირექტორის ოფისი, შეხვედრების ოთახი, ბუღალტერიის ოფისი, ქალთა და მამაკაცთა გასახდელები, საპირფარეშოები და საშხაპეები,  პირველადი დამუსავების საამქრო, სტერილიზაციის საამქრო, ქილების სამრეცხაო, შესაფუთი საამქრო, ტექნიკური ოთახი, მზა პროდუქციის საწყობი, ნედლეულის საწყობი, ლაბორატორია და ტექნოლოგის ოთახი, ელექტრო ფარი, ბუფერული ბაქანი  და სანიტარული ზონა.

ხილისა და ბოსტნეულში  ყველა მიმდინარე ბიო-ქიმუყრი პროცესები დამოკიდებულია ტემპერატურის ცვალებადობაზე.

 მაღალ ტემპერატურაზე  ინტერსიულად მიმდინარეობს პროდუქტში ნივთიერებათა ცვლა,   იკარგება ვიტამინები, ორგანული ნივთიერებები, შედეგად ხილი და ბოსტნეული იწვევს სწრაფ დაბერებას და ხდება მოხმარებისათვის უვარგისი, ამისათვის მათ შესანახად აგებენ სპეციალურ შენობებს, მაცივრებს ,  ხელოვნური სიცივის გამოყენებით. 

ახლად მოკრეფილი ხილ-ბორტნეული ინახება ყუთებში ან სხვა ტარაში მოთავსებული მზისაგან დაცულ, ბნელ, საჭირო ტენიანობის, ტემპერატურისა და ვენტილაციის მქონე სპეციალურ სათავსებში

 ხილ-ბორტნეულის სახეობიდან გამომდინარე, მათი შესანახი ტემპერატურული რეჟიმი მერყეობს 3°-იდან 12°C-მდე, ხოლო ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი 70-იდან 95%-მდე.

ხილ-ბოსტნეულის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები უნდა აღიჭურვოს სავენტილაციო დანადგარებით, რომლებშიც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად შესაძლებელი იქნება პროდუქციის თითოეული სახეობისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმისა და ფარდობითი ტენიანობის შექმნა.

 მაცივარი არის რთული ინჟინრული ნაგებობა.

        1.მცირე ზომის მაცივარი 500 ტონამდე ტევადობის

         2.საშუალო ზომის მაცივარი 5000 ტონამდე ტევადობის

  1. დიდი ზომის მაცივარი 5000 ტონაზე  მეტი ტევადობის

გაყინული ხილ-ბოსტნეული ინახება -18°C ტემპერატურაზე, ჰაერის 90-95% ფარდობითი ტენიანობის სათავსში 9-12 თვის განმავლობაში, საცალო ქსელში მათ ინახავენ –12°C ტემპერატურის პირობებში 3-5 დღე. 4